ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
23-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები - ესმა სოფიევა და ელიფ მეხტიევა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილე ელიფ მეხტიევას სიგელი გადაეცა, ესმა სოფიევამ კი კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203