აწყურის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო
23-07-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლა, მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში უამრავ საინტერესო აქტივობას სთავაზობდა, რომლებშიც ბავშვები მონდომებით ერთვებოდნენ.

ამჯერადაც, აწყურის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა; 12 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიამ“ აწყურის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკი მოაწყო. ბანაკის ფარგლებში უამრავი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა.

2021 წელს აწყურის საჯარო სკოლა  ასი სკოლიდან ათ გამარჯვებულ სკოლას შორის „მაკ ჯორჯიას“ მიერ შეირჩა. აღნიშნული პროგრამა ორი წლის მანძილზე გაგრძელდება და უამრავ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტს მოიცავს.

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში აწყურის საჯარო სკოლაში ბანაკის მონაწილეების მიერ 5  გამარჯვებული ლიდერი გამოვლინდა, რომლებიც აგვისტოს თვეში ერთკვირიან ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნულ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებული ლიდერები არიან: 

  1. გიორგი მარტინენკო; 
  2. ჟენია მოსიძე; 
  3. ლიკა გაჩეჩილაძე; 
  4. გიორგი მარტინენკო; 
  5. სალომე გაჩეჩილაძე.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203