კლდის საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
23-07-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

კურსდამთავრებულები კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გააცილეს.

უკვე ყოფილმა მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებსა გაწეული შრომისა და ამაგისათვის.

კლდის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს, წარმატებას უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სკოლაში იმედოვნებენ, რომ მუდამ ექნებათ მათით სიამაყის მიზეზი.

„მე-12 კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც წარიმართა რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში პირბადეებითა და დისტანციის დაცვით. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის მასწავლებლებს და დაემშვიდობნენ სკოლას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203