უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მერაბიშვილი გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში ინგლისური ენის კურსს გაივლის
23-07-2021
იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა ყოველ წარმატებას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

მშობლიური სკოლა ამჯერად მე-7 კლასის მოსწავლემ, მარიამ მერაბიშვილმა ასახელა, რომელმაც მონაწილეობა Erasmus-ის გაცვლით პროგრამაში მიიღო და ბულგარეთში ერთ კვირიანი საგზური მოიპოვა. მარიამი ბულგარეთში, ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავების სწავლების კურსს გაივლის.

უდის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მარიამს ამ წარმატებას და იმედოვნებს მისი მაგალითი სხვა მოსწავლეებისთვისაც გახდება მისაბაძი და სამაგალითო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203