ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ:
- ლუკა კობერიძე (მე-9 კლასი);
- ჯამბულ ლობჯანიძე (მე-10 კლასი);
- ლუკა გოგრიჭიანი (მე-11 კლასი).
ლუკა კობერიძე და ლუკა გოგრიჭიანი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელებიც დაიმსახურეს.
20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: