ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისათვის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
22-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.

ახალსოფლის საჯარო სკოლიდან ჩემპიონატში მონაწილეობდნენ:

  • ლიზი ქართლოსიშვილი - IX;
  • მარიამ ტორაძე - IX;
  • ნინო მარტიაშვილი - IX;
  • გვანცა მუჯრიშვილი - IX.

მათგან სამმა - მარიამ ტორაძემ, ნინო მარტიაშვილმა და გვანცა მუჯირიშვილმა ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრენენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203