ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
22-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.

ახალი სამგორის საჯარო სკოლიდან ჩემპიონატში მონაწილეობდნენ:

  • ანი ბუთურიშილი - X;
  • ელისო წიკლაური- XI;
  • ლუკა მამულაძე - XI;
  • თეონა ჩოქური - X;
  • ანანო მიგრიაული  - VIII;
  • ნინო ბუთურიშვილი - VIII.

მათგან სამმა - თეონა ჩოქურმა, ელისო წიკლაურმა და ნინო ბუთურიშვილმა ოქროს სიგელები მოიპოვა.

16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრენენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203