ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა „ტომ სოიერის თავგადასავალი“ „გააცოცხლეს“
22-07-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის “ ბათუმის ფილიალში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში.
ამჯერად, სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის, თამუნა გიორგაძის დავალებით და ხელმძღვანელობით მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ წაიკითხეს.
მოსწავლეებმა, წიგნიდან პატარ-პატარა სცენები გააცოცხლეს და ძალიან ლამაზად და საინტერესოდ გამოხატეს ნაწარმოებისადმი მათი დამოკიდებულება.
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს მოსწავლეებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია