ივერიის საჯარო სკოლის ანსამბლი „ივერია“ საქველმოქმედო ღია კონცერტებს ხშირად ატარებს
22-07-2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოქმედებს მცირერიცხოვანი ანსამბლი „ივერია“, რომლის შემადგენლობაშიც სულ 20 წევრია. ისინი ამავე სკოლის მოსწავლეები არიან.

ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს რეგიონში და რეგიონს გარეთ მიმდინარე ღონისძიებებში. გარდა ამისა, ისინი ხშირად საქველმოქმდო ღია კონცერტებსაც ატარებენ და ცდილობენ დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდებათ.

„ივერიის“ ხელმძღვანელია ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგი.

“ივერიის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს პატარა ანსამბლი. მასაც „ივერია“ ჰქვია. ანსამბლს 20-მდე წევრი ჰყავს. ხელმძვანელი კი ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგია. იგი ასწავლის ბავშვებს ფოლკლორულ ინსტრუმენტებზე დაკვრას და სიმღერას. აქტიურად მონაწილეობენ ბევრ ღონისძიებაში რეგიონში და რეგიონს გარეთაც. ხშირად ხელმძღვანელის ინიციატივით ატარებენ საქველმოქმედო ღია კონცერტებს, რათა დაეხმარონ ავადმყოფებს. მადლობა თითოეულ მათგანს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203