უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მირიან გზირიშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა
22-07-2021
იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში, ბევრი სასახელო და მისაბაძი მოსწავლე სწავლობს და მათ ყოველ მიღწევას, სკოლა სიხარულით გვიზიარებს.
ამჯერად, მშობლიური სკოლა, მე-3 კლასის მოსწავლემ მირიან გზირიშვილმა ასახელა.
მირიან გზირიშვილი მონაწილეობდა „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადაში, სადაც წარმატებას მიაღწია კიდეც.
შედეგებიდან გამომდინარე, მირიანმა ბაკურიანში ერთ კვირიანი საგზური მოიპოვა.
საგზურის მიზანს წარმოადგენდა წარმატებული მოსწავლეების მომზადებას მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის.
უდის N1 საჯარო სკოლა ამაყობს მირიან გზირიშვილის წარმატებით და სკოლის სასახელოდ კიდევ მეტ მიღწევას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს