მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს
21-07-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ ვითარებაში დასრულდა.
სკოლის მოსწავლეებმა - ლიკა საგინაძე, ანეტა ღორჯომელაძე და ანა საგინაძემ სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატები გახდნენ.
მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი, რომან საგინაძე წარჩინებულ მოსწავლეებს ულოცავს ამ მიღწევას და თითოეულ მათგანს კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია