სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
21-07-2021

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატის პირველ ეტაპში 18 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 10 შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მათ ოქროს სიგელები დაიმსახურეს:

  • ლაშა ჭოლაძე;
  • ლიზი გოგაძე;
  • ნინი ჩაჩუა;
  • მარიამ აბრამიშვილი;
  • ლელა ცხვარაძე;
  • თეკლა წითელიშვილი;
  • ქრისტინე ნიკურაძე;
  • გივი ბოხუა;
  • შოთა კანდელაკი;
  • დაჩი ბარბაქაძე.
19 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სამტრედიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 92 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203