ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
21-07-2021

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ:

  • გიორგი ახობაძე  - IX კლასი;
  • ანა სანიკიძე  - IX კლასი;
  • ლანა შენგელია - IX კლასი;
  • მარიამ მიქელაძე  - VIII კლასი;
  • ზურაბ ხარებავა  - VIII კლასი;
  • ნიკა ახობაძე  - XI კლასი.
მეორე ეტაპზე გადავიდა ხუთი მოსწავლე - ანა სანიკიძე, ლანა შენგელია, მარიამ მიქელაძე, ნიკა ახობაძე და გიორგი ახობაძე. მათ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

19 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სამტრედიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სამტრედიელი მოსწავლე „ეტალონის“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 92 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203