სამღერეთის საჯარო სკოლის ფეხბურთელმა გოგონებმა შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს
21-07-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების სწავლობენ, რომელთა ყოველ მიღწევას სკოლა სიხარულით გვიზიარებს.
ამჯერად სამღერეთის საჯარო სკოლა მოსწავლე გოგონების სპორტულ წარმატებას გვიზიარებს.
სამღერეთის საჯარო სკოლისა და ხაიშის საჯარო სკოლის 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა თბილისში, მასტერ ლიგა 2021 შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს.
შეჯიბრებაზე ფეხბურთელი გოგონები თეთრიწყაროს სახელით გამოვიდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამღერეთის გოგონებმა პროფესიონალი მწვრთნელის გარეშე მიაღწიეს ასეთ წარმატებას.
სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი, იამზე მელაძე გოგონებს ულოცავს ამ მიღწევას და წარმატებებს უკვე ფინალურ ეტაპზე უსურვებს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
„დადგა დრო, როცა დარწმუნდით „შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და შრომა“ მიყვარხართ“ - აღნიშნა სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, იამზე მელაძემ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს