ქვემო არქევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკო გაკვეთილები ჩაუტარდათ
21-07-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს; ბავშვები პედაგოგებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად და მონდომებით მონაწილეობენ.

სკოლაში ამჯერად ეკო გაკვეთილების პროექტი დასრულდა, სადაც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
 
პროექტი განხორციელდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის (EMC) მხარდაჭერით.

ეკო გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უყურეს თემატურ ვიდეოებს და შექმნეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საინტერესო პოსტერები.

ეკო გაკვეთილების პროექტმა ბავშვებს ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები შესძინა.

ქვემო არქევანის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან კიდევ მრავალ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203