სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი izrune.ge-ს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტულს ატარებს
21-07-2021
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტული მიენიჭა. სკოლის დირექტორი მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი გახლავთ. 

izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203