ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
21-07-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგს ცისნარი შველიძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

მას ჯილდო ხარაგაულის რესურსცენტრმა და მერიამ გადასცა.

სკოლა ამაყობს და ულოცავს თავის პედაგოგს ამ წარმატებას.

„ქალბატონ ცისნარი შველიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცა ხარაგაულის რესურსცენტრმა და ხარაგაულის მერიამ.

აღნიშნულ ჯილდოზე ცისნარი შველიძე, რომელსაც პედაგოგად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრმა წარადგინა“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203