ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესის“ ლიტერატურულ კლუბში რეზო გაბრიაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს
21-07-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში რეზო გაბრიაძეზე ისაუბრეს.

სკოლაში არსებულ ლიტერატურულ კლუბში - „ქიმერიონი“ მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს რეზო გაბრიაძის მიერ გადაღებული ფილმები. აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად ჩართული იყო ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი ქეთი სიხარულიძე.

„გენიოს ქუთაისელზე, მწერალზე, მხატვარზე, დრამატურგზე, სცენარისტსა და რეჟისორზე, მარიონეტების თეატრის დამაარსებელზე - რეზო გაბრიაძეზე ისაუბრეს „პროგრესში“ არსებულ ლიტერატურულ კლუბში „ქიმერიონი“.

კლუბის ხელმძღვანელთან, პედაგოგ ქეთი სიხარულიძესთან ერთად მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს გენიოსის მიერ გადაღებული ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო„.

ანიმაციური, დოკუმენტური ფილმი „ჰარი, ჰარალე, დედაო!“, თუ როგორ უყვება, მაყურებელს, როგორ მეგობრობდა ბავშვობაში ლენინთან და სტალინთან, რაზე ლაპარაკობდა თავის ძველ მეგობარ ბაყაყთან, როგორ ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს ვირთხასთან ერთად, როგორ შეუნარჩუნა ავტორიტეტი ყუბანს და როგორ დაამარცხა ჰიტლერი. „მა­რი­ო­ნე­ტე­ბი თი­თებ­ზე მი­კი­დია, მე კი ან­ტი­პო­დი­ვით ჭერ­ზე დავ­დი­ვარ და ვხატავ“ - თუ როგორ იქცა მარიონეტების თეატრის მძევლად“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203