„პროგრესელებმა ხუთი სამეფოს სახელით გამარჯვებისთვის იბრძოლეს“- ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა საგანმანათლებლო თამაში ითამაშეს
21-07-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. მოსწავლეები და პედაგოგები ერთნაირი ენთუზიაზმით და მონდომებით მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში.

პედაგოგის, ნანა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა, ამჯერად მე-7 კლასელთათვის.

„ ისევ „Kahoot”-ის ლაბირინთებში... მეშვიდეკლასელმა პროგრესელებმა სამყაროს ხუთი სამეფოს სახელით გამარჯვებისათვის იბრძოლეს. აღნიშნულ თამაშში ხუთი გუნდი ჩაერთო, მათგან კი პირველი და მეორე ადგილები „ცხოველებისა” და „მცენარეების” სამეფოს წარმომადგენლებმა გადაინაწილეს, თუმცა, აღიარეს რომ დანარჩენი სამეფოების გარეშე, მათი არსებობა შეუძლებელია“ - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან კიდევ მეტ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203