ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - გრიგოლ ცირეკიძემ და დუტა ქართველიშვილმა ფიზიკის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
21-07-2021

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა ყოველ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.

სკოლა, ამჯერად მე-11 კლასის მოსწავლეების, გრიგოლ ცირეკიძის და დუტა ქართველიშვილის, წარმატებას გვაცნობს.

ევროპის ფიზიკის ოლიმპიადა (EUPHO) წელს 19-26 ივნისს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში 46 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების წევრები, თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა - მათემატიკის სკოლის 3 მოსწავლესთან ერთად, მე - 11 კლასელები: გრიგოლ ცირეკიძე და დუტა ქართველიშვილი იყვნენ (ნაკრების მწვრთნელები - დავით ნიშნიანიძე, თემურ კალატოზი და გიორგი ძაძამია).

ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს, ხუთი მედალი მოიპოვეს და ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

გრიგოლ ცირეკიძემ და დუტა ქართველიშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს, კომაროველებმა - ერთი ვერცხლი და ბრინჯაო.

სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და სკოლის ყველა გულშემატკივრი მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ უფრო დიდ გამარჯვებებსაც მალე მიულოცავენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203