ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე პატარა ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
21-07-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში ლიზი თედორაშვილი (X კლასი), ნინო თედორაშვილი (IX კლასი), თამარ შავლაძე (IX კლასი) და ლანა მასხარაშვილი (X კლასი) მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით დები - ნინო თედორაშვილი და ლიზი თედორაშვილი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.
20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 54 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 22 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს