ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლა ხუთასამდე წიგნით დასაჩუქრდა
20-07-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა.

მან სკოლაში ხუთასამდე წიგნი ჩაიტანა.

„ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე ულამაზეს სოფელში უნიჭიერეს ბავშვებს შევხვდით და ხუთასამდე წიგნი ჩავუტანეთ“,- წერს გიორგი კეკლიძე.

გიორგი კეკლიძის სტუმრობის შესახებ კი ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლამ დაწერა:

“ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის ძვირფასი სტუმარი ფასდაუდებელი საჩუქრით და კმაყოფილი და ბედნიერი მოსწავლეები“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203