ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ცხენოსანმა გიორგი სირაძემ დოღში საპრიზო ადგილი დაიკავა
20-07-2021

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მოჯირთე გიორგი სირაძემ სოფელ ნიკორწმინდაში გამართულ დოღში მესამე ადგილი დაიკავა.

გიორგი სირაძე მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას.

„11 ივლისს, სოფელ ნიკორწმინდაში დოღი გაიმართა. დოღში მონაწილეობდნენ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები. მათ შორის იყო, ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე,  გიორგი სირაძე, რომელიც ორკილომეტრიან გარბენში III  ადგილს დაეუფლა.
ვულოცავთ გიორგის და წარმატებას ვუსურვებთ!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203