„შენს სკოლას ეამაყები“- თბილისის N23 სკოლის მოსწავლე თეონა ნახუცრიშვილმა მხატვრულ ტანვარჯიშში თბილისის ღია პირველობაზე საპრიზო ადგილი დაიკავა
20-07-2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლა თავის წარმატებულ მოსწავლეს გვაცნობს.

მეშვიდეკლასელი თეონა ნახუცრიშვილი ტანმოვარჯიშეა, მან ახლახან ჩატარებულ თბილისის ღია პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლა ულოცავს მას წარმატებას.

“ჩვენი წარმატებული, მიზანდასახული გოგო, თეონა ნახუცრიშვილი (VII კლასი, დამრიგებელი მარიამ ჩხეტიანი) არც ზაფხულში ჩერდება, პირიქით:
ახლახანს თეონა მონაწილეობდა ქალაქ თბილისის ღია პირველობაზე, ის დაჯილდოვდა თბილისის „ტანვარჯიშის ფედერაცია 2012“ მიერ.  დაიკავა II ადგილი.
შენს სკოლას ეამაყები!“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203