დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
20-07-2021

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

ინტელექტ-ჩემპიონატი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებსათვის, დისტანციურ რეჟიმში 19 ივლისს ჩატარდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში ხუთი მოსწავლე მონაწილეობდა:

  • ანა კაზეიშვილი - XI კლასი;

  • თეა მხეიძე  - X კლასი;

  • მარიამ ვაშაკიძე  - IX კლასი;

  • ბარბარე ბობოხიძე  - IX კლასი;

  • მარიამ მუზაშვილი  - IX კლასი;

მათგან ორი - ანა და მარიამი, მეორე ტურში გადავიდა. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სამტრედიელი მოსწავლე „ეტალონის“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203