სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
20-07-2021
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ანი გაგუას (მე-11 კლასი), თეკლე კაცაძეს (მე-10 კლასი), გიორგი სტურუას (მე-10 კლასი) და მარიამ ახობაძეს (მე-10 კლასი) სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებიდან ანი გაგუა დისტანციური კონკურსის მე-2 ეტაპზე იასპარეზებს.
19 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სამტრედიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სამტრედიელი მოსწავლე „ეტალონის“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.