
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ხუჭუა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სიგელით დაჯილდოვდა.
19 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სამტრედიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.