ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
20-07-2021
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ნიკა ბოცვაძეს (მე-11 კლასი), ლიკა ბოცვაძეს (მე-10 კლასი) და დათო მსხილაძეს (მე-9 კლასი) სიგელები გადაეცათ.
19 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სამტრედიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სამტრედიელი მოსწავლე „ეტალონის“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.