
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლამ ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე გამოზარდა, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა სიხარულით ხვდება.
ამჯერად, სკოლა კიდევ ერთი კურსდამთავრებულის წარმატებას გვიზიარებს.
მზიკო ბუხნიკაშვილი ასევე გახლავთ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული და EY-ს (Ernst & Young Global Limited) ლუქსემბურგის ოფისში იმუშავებს.
სკოლის კურსდამთავრებული ოთხი წელია EY-ს თბილისის ოფისში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობს და კომპანიაში საქმიანობას ახლა უკვე ევროპაში გააგრძელებს სინიორ პოზიციაზე.
მზიკო ბუხნიკაშვილი ასევე არის აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით.
ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულს, მზია ბუხნიკაშვილს წარმატებას და პირად ბედნიერებას უსურვებს.