ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა ჭადრაკში იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირზე წარმატება მოიპოვეს
20-07-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“  ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს ჭადრაკის შეჯიბრში, რომელსაც სკოლა, საზოგადოებას სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.

იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირზე, სადაც თბილისის, აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონიდან 240 მოსწავლე მონაწილეობდა, სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

8 წლამდე ვაჟებში I ადგილი დაიკავა - გიორგი ხორავამ;

7 წლამდე ვაჟებში I და II ადგილები დაიკავეს - დაჩი ფანცხავამ და დემეტრე სალაძემ;

8 წელს გადაცილებულ ვაჟებში III ადგილი - დაიკავა თემურ ფანცხავამ.

ასევე მე-5 თანრიგის ნორმატივი შეასრულეს მოსწავლეებმა: ალექსანდრა ქაშაკაშვილი, ანდრია ჟორჟოლიანი, მარი ლომიძე, ნიკა ჩხიტუნიძე, ლილე ჩარკვიანი და ნერსე გუბელაძე

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“  ქუთაისის ფილიალი ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ ჭადრაკის მასწავლებელს, ზვიად გუბელაძეს ამ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203