საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა პატარა მოცეკვავეებმა - ეკატერინე დემურაძემ და თაზო ყანჩელაშვილმა ასახელეს
20-07-2021
ბოლნისის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების სწავლობენ, რომელთა თითოეულ წარმატებას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, მშობლიური სკოლა პატარა მოცეკვავეებმა ასახელეს.

ბათუმში თანამედროვე სამეჯლისო და სპორტული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე „WDSF OPEN 2021“ სადაც 18-მდე ქვეყნის 1000-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, 9 -10 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მე-4 ადგილი ეკატერინე დემურაძისა და თაზო ყანჩელაშვილის წყვილს ერგო.

აღსანიშნავია, რომ პატარა მოცეკვავე სპორტსმენებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა დიდი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს, თაზო ყანჩელაშვილსა და ეკატერინე დემურაძეს ღირსეულ გამარჯვებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...