შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა
20-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა.

სკოლაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეგულაციებს ზედმიწევნით იცავდნენ.

სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით საგანამანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები ეწყობოდა; თითოეულ აქტივობაში მოსწავლეები ინტერესით იყვნენ ჩართულები და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დამატებით ცოდნას იღებდნენ.

პედაგოგის, ვიოლეტა აკოპიანის ხელმძღვანელობით ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა.

ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - რა არის ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი და როგორ უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღად.

მოსწავლეებმა თემის ირგვლივ დაამზადეს სხვადასხვა სახის შემეცნებითი პოსტერები და გამართეს დისკუსია.

შაუმიანის N3 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან კიდევ მეტ საინტერესო და შემეცნებით ღონისძიებას შესთავაზებს საკუთარ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203