გაიცანით, ივერიის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე, აქტიური მკითხველი - ანასტასია ღორჯომელაძე
20-07-2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლა თავის წარმატებულ მოსწავლეს - ანასტასია ღორჯომელაძეს გვაცნობს.

„როგორც ყველა სკოლას, ასევე ივერიის სკოლასაც მრავალი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მათ შორისაა პატარა ანასტასია ღორჯომელაძე. იგი ფოლკლორულ ანსამბლ „ივერიის“ აქტიური წევრია. მღერის და უკრავს. გარდა ამ ყველაფრისა, ძალიან ბევრ წიგნს კითხულობს. იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარია. ბიბლიოთეკის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მას ყველა წიგნი წაკითხული აქვს. ასპინძის მერიამ დააჯილდოვა იგი, ანასტასია გახლავთ მუნიციპალიტეტის ყველაზე აქტიური მკითხველი. წარმატებები მას მომავალშიც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203