ხელვაჩაურის N1 სკოლას საქართველოს სუპერ სკოლის ტიტული მიენიჭა - მოსწავლეებზე განსაკუთრებულად მზრუნველი სკოლა izrune.ge-მ გამოავლინა
20-07-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლას საქართველოს სუპერ სკოლის ტიტული მიენიჭა. 

სკოლის დირექტორი შუშანა კონცელიძე გახლავთ. 

izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს 100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203