საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილე ვახტანგისის N1 სკოლის მოსწავლე ასიმა მუსაევა დაჯილდოვდა
20-07-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ასიმა მუსაევა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს სიგელი გადაეცა.
16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.