ხონის N4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყობა
20-07-2021
ხონის N4 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა; პროექტის მიხედვით სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყობა.
სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ (Slovak Aid) აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროექტი - „იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია“ დააფინანსა.
ხელშეკრულებას ხელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მინდია სილოგავამ და სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, პაველ ვიზდალიმ მოაწერეს.
პროექტი ითვალისწინებს ხონის N4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორიის შექმნას, რომლითაც ხონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეები ისარგებლებენ.
ხონის N4 საჯარო სკოლა, ყველა იმ სტრუქტურასა და პიროვნებას უხდის მადლობა, რომელთა თანადგომით და გულისხმიერებით, შესაძლებელი გახდა სკოლისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია