ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლას საქართველოს სუპერ სკოლის ტიტული მიენიჭა. სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე გახლავთ.
izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს 100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.