„წარმატება დამოკიდებულია მიზანდასახულობასა და თავდაჯერებულობაზე“ - ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი
19-07-2021
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორთა მოვსეს ალვანჯიანთან შედგა.

- წარმატება არის...

- დადებითი შედეგების წარსდგენა, ასევე წარმატება დამოკიდებულია მიზანდასახულობაზე და თავდაჯერებულობაზე .

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- დროს როცა უდარდელად და მხიარულად ვატარებდი მეგობრებთან ერთად. ყოველთვის ღიმილით მახსოვს როგორ მოუთმენლად ველოდებით, დასვენების დროს რომ გვეთამაშა. ასევე მახსენებს იმ სითბოს რომელსაც გამოხატავდნენ მასწავლებლები ჩვენ მიმართ . 

- ჩემი პირველი მასწავლებელი...
 
- ჩემი პირველი მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან ის დარგა ჩემში საფუძველი რომელიც მეხამრებოდა სწავლაში.

- მოსწავლე რომ ვიყავი... 

- ვერ წარმოვიდგენდი რომ როდესღაც მეც ვიქნები ის ვინც ეხლა ასწავლის ბავშვებს იმას რაც მასწავლიდნენ მე

-  ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ის წიგნია რომელიც მასწავლის როგორი ადამიანი უნდა დავდგე მომავალში.

- ზაფხულში ვცდილობ...

- გამოვასწორო ყველა ის პრობლემა, რაც სასწავლო წლის განმავლობაში გამოვლინდა და ახალი  სასწავლო წელი დავიწყო უფრო შემართებით.

- ფრაზა,  რომელიც ყველაზე ხშირად მახსენდება...

- არის მასწავლებლის ნათქვამი, ისწავლეთ სანამ გაქვთ დრო, თორე მერე ინანებთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203