ცხუნკურის N1 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება მინი სპექტაკლით აღნიშნეს
19-07-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის პატარა მოსწავლეებმა სახალისოდ და საინტერესოდ აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება.

მოსწავლეემა მხიარული სიმღერებით გაფორმებული მინი სპექტაკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს. 

მინი სპექტაკლის დასასრულს დაწყებითი კლასების კათედრამ პატარა მოსწავლეებს სასწავლო პროცესსა და ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის სიგელები გადასცა.

ცხუნკურის N1 საჯარო სკოლა ულევ წარმატებებს უსურვებს პატარა მოსწავლეებს და დაწყებითი კლასების კათედრას საინტერესო და სახალისო წარმოდგენის ჩატარებისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203