დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, კედლის გაზეთი დაამზადეს
19-07-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლა, მოსწავლეების და პედაგოგების ჩართულობით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.
სკოლაში არსებულმა კლუბმა „საფიხვნომ“ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
პროექტ „Tolerance“ ფარგლებში, კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და ძალიან საინტერესო მინი დისკუსია მოაწყვეს თემაზე - „ტოლერანტობა ქართულ ლიტერატურაში“.
აღნიშნული პროექტი eTwinning plus-ის ფარგლებში მიმდინარეობს; ამ ინტერნეტ პროექტში ჩართულნი არიან პედაგოგები: საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან და თურქეთიდან.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია