ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - ნანო მსხვილიძის მორიგი სპორტული წარმატება
19-07-2021

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნანო მსხვილიძემ სპორტულ შეჯიბრში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

მედლები დაიმსახურა შემდეგ კატეგორიებში: 200 და 400-მეტრიან რბენასა და ამანათრბენაში (ამ უკანასკნელში სამტრედიის გუნდს დაეხმარა).

ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც ნანო მონაწილეობდა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. შეჯიბრება  2005-06-07 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, თბილისში გაიმართა.

„ვულოცავთ ნანოს, ვუსურვებთ მე-10 კლასის მისაღები გამოცდების ჩაბარებასა და ახალ სპორტულ მიღწევებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტში.

ნანოს კლასის დამრიგებელია ნანა ჩაკვეტაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203