დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთათვის მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
19-07-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. აქტივობები, მოსწავლეებისთვის სტიმულის მიმცემი ხდება, რაც მათ მოსწრებას ერთი-ორად ზრდის.
ამჯერად, სკოლის მე-5ბ კლასში, მათემატიკაში, საგნის მასწავლებლის და ასევე დამრიგებლის, გულნარა ბერიძის ხელმძღვანელობით თემაზე - „ვინ უკეთ და სწრაფად“ ვიქტორინა ჩატარდა.
გულნარა ბერიძე ასევე წამყვანი მასწავლებელი გახლავთ.
მოსწავლეები სახალისო ვიქტორინის დროს ჯგუფებად დაიყვნენ და ერთმანეთს მათემატიკურ ცოდნასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამოვლენაში შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა კოვიდ რეგულაციების დაცვით წარიმართა.
გულნარა ბერიძე და სკოლის ადმინისტრაცია, ამაყობენ პატარა მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ცოდნით და უსურვებენ მათ შემდგომ წარმატებებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია