ხონის N3 საჯარო სკოლის პედაგოგ ვერა ხობუას​ „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება“ მიენიჭა
19-07-2021

ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს - ვერა ხობუას „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება“ მიენიჭა!

„ღირსეულად გავლილი ცხოვრების გზა სიცოცხლისა და არსებობის გვირგვინია. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ გვირგვინად კი იქცა დამსახურებული მასწავლებლის წოდების მონიჭება. უჩვეულო იყო მოულოდნელი სიხარულის განცდა,დაუვიწყარი დღის გახსენებაც კი მიჭირს,იმდენად დიდი იყო ემოცია...

თითქმის ნახევარი საუკუნის მოგონებები გაცოცხლდა იმ რამდენიმე წუთში.სევდიანი ღიმილით მოვიხედე უკან,გასავლელად რა გრძელი და ძნელია ცხოვრების გზა, გასახსენებლად კი რა მოკლე... გამახსენდა მასწავლებლობის პირველი დღე, რა სიხარულით მივდიოდით მამა-შვილი მშობლიური სკოლისაკენ, გზა მასწავლებლობიდან დირექტორობამდე ჯერ ხონის მე-2 საჯარო, შემდეგ კი მესამე საჯარო სკოლაში“, - წერს ვერა ხობუა.

სკოლა თავის ღვაწლმოსილ პედაგოგს დამსახურებულ ჯილდოსა და დაბადების დღესაც ულოცავს.

„ქალბატონმა ვერა მთელი თავისი განვლილი ცხოვრებაპირნათლად ემსახურება მასწავლებლის ურთულეს და უკეთილშობილეს პროფესიას! ჯილდოც,უდავოდ,დამსახურებულია!

სიყვარულით ვულოცავთ მას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას,რათა კვლავაც ღირსეულად ემსახუროს მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203