მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლას წელს ორი ოქროსმედალოსანი ჰყავს
19-07-2021

2020-2021 სასწავლო წელს მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლას ორი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს.

წარმატებული კურსდამთავრებულები დაიანა დიდმანიძე და სესილი დუმბაძე არიან.

თხილნარის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას. იმედოვნებენ, რომ დაიანა დიდმანიძე და სესილი დუმბაძე მომავალშიც ასე გააგრძელებს წინსვლასა და მუდმივ განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203