უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
19-07-2021
იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს სკოლა სიხარულით გვიზიარებს.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სახეობის სპორტულ სექციებში.
მიმდინარე წელს, ნანი კირკიტაძის სახელობის გოგოებს შორის ძიუდოს ტურნირში, სკოლის ორმა მოსწვლემ, მე -7 კლასელმა მარიამ თუმანიშვილმა და მე-10 კლასის მოსწავლემ მაკა გიუნაშვილმა მესამე ადგილები მოიპოვეს, ხოლო მეოთხე კლასის მოსწავლემ საბა მერაბიშვილმა მესამე ადგილი ქართულ ჭიდაობაში.
სკოლაში, ტრადიციისამებრ ყოველწლიურად ტარდება 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთი, რომელსაც სპორტის მასწავლებელი გურამ ბალახაშვილი ხელმძღვანელობს; აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს რაიონის სკოლები.
მონაწილე გუნდები ჯილდოვდებიან თასით, სიგელითა და მედლებით. აღნიშნულ ღონისძიებაში უდის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა პირველი ადგილი.
სკოლაში ასევე სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც კარგად ხატავენ - მე-5 კლასის მოსწავლე ქეთი ათოშვილი და მე-11 კლასის მოსწავლე ვაჟა აბულაძე.
უდის N1 საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეების თითოეული მიღწევით და იმედოვნებენ კიდევ მრავალჯერ გაუზიარებენ საზოგადოებას მათ წარმატებებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს