ოზნის საჯარო სკოლის პედაგოგი რუბენ ანესიანი რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია 
19-07-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის პედაგოგი რუბენ ანესიანი მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

ის დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო  მასწავლებელი გახდა.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისთვის. პირისპირი და ონლაინ ტრენინგები, ქოუჩინგის სესიები, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები განკუთვნილი იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის და სკოლის დირექტორისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203