ქვედა ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამთა ნაცვალაძე ოქროს მედლის კანდიდატია
19-07-2021

2020-2021 სასწავლო წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლას ერთი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს.

 წარმატებული კურსდამთავრებული თამთა ნაცვალაძეა.

ქვედა ბახვის საჯარო სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას. იმედოვნებენ, რომ თამთა ნაცვლაძე მომავალშიც ასე გააგრძელებს წინსვლასა და მუდმივ განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203