
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო ნაგერვაძე პასუხობს.
- წარმატება არის...
- მიზნის მიღწევა შენი შრომითა და გონიერებით.
- ჩემი სკოლა მახსენებს...
- ადგილს სადაც მიხარია ყოფნა.
- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- ადამიანი რომელმაც კეთილი ხნული გაავლო ჩემს ცხოვრებაში.
- მოსწავლე რომ ვიყავი...
- ბევრს ვფიქრობდი მომავალზე.
- ჩემი სამაგიდო წიგნი...
- „მარადისობის კანონი“.
- ზაფხულში ვცდილობ...
- მოვიკრიბო ძალ-ღონე რათა მომავალში უკეთ მოვემსახურო ჩემს მოსწავლეებს.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
- ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ ან ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.