დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
19-07-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. აქტივობები, მოსწავლეებისთვის სტიმულის მიმცემი ხდება, რაც მათ მოსწრებას ერთი-ორად ზრდის.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, არჩევითი საგნის - „მეწარმეობის“ დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციის „ჯუნიორ ეჩივმენტი ევროპის“ მიერ ორგანიზებულ სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამოცდაში, რომელიც წარმატებით ჩააბარეს.

სკოლის წარმატებულ „მეწარმეებს“ პირველი საერთაშორისო სამეწარმეო გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები „ჯუნიორ ეჩივმენტის“ წარმომადგენელმა, ინგა გეგეშიძემ გადასცა.

სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება წარმატებით გაიარეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  1. მაგდა ასანიძე;
  2. ლუკა მხეიძე;
  3. შოთა ფუტკარაძე;
  4. თათია ფუტკარაძე;
  5. ემილ იბრაგიმოვი;
  6. ლილე ჩავლეიშვილი;
  7. ირინე ჩავლეიშვილი;
  8. ლევან ბოლქვაძე;
  9. ანრი გათენაძე;
  10. ნიკა ბერიძე;
  11. სანდრო ჯიჯავაძე;
  12. ლაშა ხაჟომია.

სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამოცდა გულისხმობს საერთაშორისო სერტიფიცირებას, რომელიც ჯუნიორ ეჩივმენტი ევროპის (JA Europe) წევრი ქვეყნების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ხორციელდება. 

წარმატებულმა კანდიდატებმა შეიძინეს თეორიული და ფაქტობრივი ცოდნა; ასევე, შეიძინეს შემეცნებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბიზნესში, ეკონომიკასა და ფინანსებში.

სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირებას საერთაშორისო კვალიფიკაცია აქვს; იგი ამოწმებს სტუდენტებს (15-19 წლამდე ასაკი), რომელთაც გააჩნიათ ნამდვილი სამეწარმეო გამოცდილება, მიიღეს საჭირო ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები ბიზნესის დასაწყებად ან წარმატებით დასაქმებისთვის.

საბოლოო გამოცდის ჩაბარება  სწავლის დასრულების შემდეგ შეიძლება. აღნიშნულის მიზანია შეამოწმოს, დაადასტუროს და მიანიჭოს სერტიფიკატი სტუდენტის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ისევე როგორც მის შემეცნებით და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს კონცეფციებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203