დაბა ასპინძის საჯარო სკოლას წელს ოთხი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს
19-07-2021

დაბა ასპინძის საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს 4 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს.

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან: მარიამ  დევნოსაძე, თამთა გიორგაძე, თამარ გაგაძე და ვახტანგ ველიჯანაშვილი.

სკოლა ულოცავს მათ სწავლის ამ საფეხურის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს.

“ზოგადად,მოსწაველთათვის განსაკუთრებული მაინც მე-11, მე-12 კლასებში გატარებული წლებია. ალბათ, იმიტომ ,რომ უკვე ჩამოყალიბებულნი არიან და უკეთ გრძნობენ ერთმანეთის სითბოსა და სიყვარულს , სხვანაირად უყვართ სკოლაც და პედაგობებიც .
რაც შეეხება წლევანდელ კურსდამთავრებულებს , მათთვის არცთუ ისე სასიამოვნოდ წარიმართა ბოლო წლები . თავს დატეხილმა მსოფლიო პანდემიამ მათაც ჩაუშალა გეგმები.
ჯერ იყო და წინა წლის თებერვლიდან მოსწყდნენ სკოლას და ონლაინ სასწავლო პროცესზე გადავიდნენ. წლევანდელი წელიც უღიმღამოდ გაატარეს. მიუხედავად ამისა, სასწავლო პროცესი ერთი წუთითაც არ შეფერხებულა და არც მოსწავლეები მოდუნებულან .
წლევანდელი წელი რამდენიმე მოსწავლისთვის სასიხარულო იყო. მიუხედავად  ყველაფრისა, მათ შეძლეს და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. აი, ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსნებიც: მარიამ  დევნოსაძე, თამთა გიორგაძე, თამარ გაგაძე და ვახტანგ ველიჯანაშვილი. ახლა ისინი , თავიანთ კლასელებთან ერთად , ეროვნული გამოცდების მარათონში არიან ჩაბმულნი . სკოლის დირექციის სახელით წარმატებას ვუსურვებთ თოთოეულ აბიტურიენტს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ  ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203